ჩვენი საუზმის მენიუ იძლევა მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას, რათა თითოეული გემოვნების სტუმარი კმაყოფილი დარჩეს. ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ვეგეტარიანულ ვარიაციებსაც.
საუზმე მზადდება უახლესი ინგრედიენტებისგან ყოველდღიურად. ისიამოვნეთ ჩვენი ბუფეტის სტილის საუზმით დილის 8-დან 11 საათამდე.
24 საათიანი დესკის თანამშრომელი დაგეხმარებათ სრულყოფილად დაგეგმოთ თქვენი აქტივობები.
იქნება ეს რესტორნისა და ბარის ჯავშანი, ქალაქის ტური თუ სხვა ღირშესანიშნაობების დათვალიერება.
წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე სასტუმროს შეუძლია ტრანსპორტირების სერვისით უზრუნველყოფა.
ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს გადაადგილებაზე სასტუმროდან ნებისმიერი ლოკაციის მიმართულებით.
წინასწარი მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ქალაქის ტურის დაგეგმვა.
სუფთა და კომფორტული ოთახი აუცილებელია სასიამოვნო დასვენებისთვის. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს სისუფთავეს თქვენს ოთახში.
მომსახურების სამუშაო საათები:
დილის 9:00-დან საღამოს 18:00-მდე;
თეთრეულის გამოცვლა – ყოველ მესამე დღეს, ან მოთხოვნით.
ისიამოვნეთ და დატკბით, ჩვენი სასტუმროს მშვიდი და მყუდრო ეზოთი.
ბარი არაჩვეულებრივი ადგილია განტვირთვისთვის სამუშაო დღის დასრულების შემდეგ.
“სტროფი“ ბარში სტუმრებს ვთავაზობთ დაუვიწყარ გამოცდილებას სასმელების ფართო არჩევანითა და მყუდრო გარემოთი.
ისიამოვნეთ „სტროფი“ ბარით 14:00-დან 02:00 საათამდე.
საკონფერენციო ოთახში გთავაზობთ კომფორტულ მოსასვენებელ და მშვიდ გარემოს, სადაც შეძლებთ სრულად კონცენტრირდეთ თქვენს საქმიანობაზე.
ჩვენი დამხმარე პერსონალი მუდმივად მზადყოფნაშია გაგიწიოთ შესაბამისი დახმარება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.